суббота, 13 марта 2010 г.

პროექტი


1.პროექტის სახელი:ქართული ხალიჩები.

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები შეისწავლიან გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთ საინტერესო, სხვადასხვა ტიპის ნაქსოვი თუ მოთელილი ხალიჩების წარმოშობისა და დანიშნულების ისტორიას.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, სადაც უძველესი დროიდან ხელით იქსოვებოდა და იქსოვება ხალიჩები. შეისწავლიან იმ ეპოქას, როცა აქტიურად გამოიყენებდნენ ხალიჩებს, როგორც სითბოს შენარჩუნების, ასევე საკუთარი ცხოვრების გალამაზების თვალსაზრისით.
გაეცნობიან იმ მასალას და ორნამენტებს, რომელსაც იყენებდნენ და იყენებენ დღემდე ხალიჩების შექმნისას. შეისწავლიან მატყლის ძაფების შეღებვას ბუნებრივი საღებავებით. გამოიყენებენ ძველ ქართულ ორნამენტებს და დაამზადებენ პატარა ზომის ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებს.
გამოყენებითი ხელოვნება ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხურ შემოქმედებასთან. ამ სფეროში მომუშავე მხატვრები ხშირად თვითნასწავლი შემოქმედები, ფოლკლორის წარმომადგენლები არიან, მოსწავლეები მოიძიებენ იფორმაციას ამ შემოქმედთა შესახებ.
გაავლებენ პარალელებს ძველ ქართულსა და თანამედროვე ხალიჩებს შორის. გაიგებენ რა ცბვლილებები განიცადა ხალიჩამ თავისი განვითარების გზაზე.
მოსწავლეები ესტუმრებიან სახელოსნოებს, სადაც პრიოფესიონალი მხატვრები მუშაობენ.
სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ ეწყობა ექსკურსია მთა-თუშეთში, სადაც მოსწავლეები ხვდებიან ხალიჩების ქსოვის ოსტატებს. ატარებენ კვლევებს, იღებენ ფოტოებს, ქმნიან ალბომებს, ინახავენ შეგროვილ მასალას.
4.მონაწილეთა ასაკი:12-17 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:2-3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ხელით შექმნილი ხალიჩების გამოკვლევა და ანალიზი, ხალიჩების სესახებ ინფორმაციის მოძიებაა და განხილვა, ექსკურსიაზე და სახელოსნოში მიღებული შთბეჭდილებების მიხედვით ფოტო ალბომის შექმნა, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:შექმნიან ფოტო ალბომს, ვიდეო მასალას, მოაწყობენ ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვას.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები პროექტის საშუალებით უკეთ გაეცნობიან ხალიჩების შექმნის ისტორიას და ქსოვის ტექნოლოგიას. თანატოლებს გაუღვივებენ საქართველოს კუთხეების, კერძოდ თუშეთისა და თიანეთის ქართული ხალხური რეწვის ნამუშევრებისადმი ინტერესს. გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ლიტერატურა-შემოქმედი ბავშვები დაურთავენ ლექსებს და შექმნიან ჩანახატებს. ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას, განივითარებენ კვლევა-ძიების უნარს. მუსიკა-მუსიკალურად გააფორმებენ ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენას, პრეზენტაციას. ხელოვნება-მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს, მსჯელობს რა ხერხით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები.
12.პროექტის ფასილიტატორი:თინათინ თოფურია

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
tinatintofuria@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:


15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
tinatini-tinatini.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий